Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის 7 აპრილის №7959/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №64/2021 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„1. პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით, თსუ ავსებს ანკეტა-კითხვარს ელექტრონულად. ანკეტა-კითხვარის შევსების ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;


ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6. რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, თსუ უფლებამოსილია მისაღები ადგილები გაზარდოს შესაბამის პროგრამაზე არსებული  თავისუფალი  ადგილების რაოდენობის ფარგლებში.“;


გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„1. აპლიკანტთა შერჩევა წარმოადგენს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასების პროცესს.“;


დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თითოეულ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს მართვის სისტემაში და თსუ-ს ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;


ე) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„9. თითოეულ საშუალო და საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის თარიღ(ებ)ი განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს მართვის სისტემაში და ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;


ვ) მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„18. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და თსუ-ში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტებს.“;


ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„3. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ თარიღ(ებ)ს ასახავს მართვის სისტემაში და ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;


თ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6. რეიტინგული სია მტკიცდება თსუ-ს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;


ი) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებული იქნას;


კ) მე-14 მუხლს, მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: 


„11. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას/წინაპირობებს (გარდა იმ პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, პროგრამაზე).
12. თუ   აპლიკანტს   რეგისტრაციისას რამდენიმე  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  დადგენილ  ვადაში,  სარეგისტრაციო  სისტემაში  ირჩევს  მის  მიერ  რეგისტრაციისას მითითებული  იმ  პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს,  რომელზეც  მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და თსუ-ში  წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტებს.“;


ლ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული აპლიკანტების შესახებ ინფორმაციას ცენტრი ასახავს მართვის სისტემაში.“;


მ) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 42. გარდამავალი დებულებები


1. 2021-2022 წელს პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:
ა) ანკეტა-კითხვარის შევსების ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. თსუ ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:
ბ.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ წესის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად ისარგებლოს მობილობით კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.გ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.
2. 2021-2022 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხოციელდება ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების  დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. 
3. 2021-2022 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობ(ებ)ის პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.
4. თუ  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, 2022 წელს გამოცხადებული  მიღების ფარგლებში რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო  სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და თსუ-ში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტებს.
5. 2022 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით აპლიკანტი,  რომელიც  ვერ  ჩაირიცხა  მის  მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა. თსუ უზრუნველყოფს აპლიკანტთა შერჩევას პრაქტიკული მოსინჯვის გზით, თუ მითითებულ პროგრამაზე/პროგრამებზე  აპლიკანტს  შერჩევის ეტაპი არ გაუვლია. თუ  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირს, დარჩენილი თავისუფალი  ადგილების  შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც  მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და თსუ-ში  წარადგენს აღნიშნულ  პროგრამაზე  ჩარიცხვისათვის  საჭირო   დოკუმენტებს. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს  სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე