Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის პირველი ივლისის №195/01-01 ბრძანების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 6 ივლისის №16044/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მარინე რუხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარინე ზაუტაშვილი - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია რუსია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მარინე ავალიანი - თსუ-ს რაფიელ  აგლაძის  სახელობის  არაორგანული  ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ნათელა ანანიაშვილი - თსუ-ს რაფიელ  აგლაძის  სახელობის  არაორგანული  ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქრისტინე გიორგაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თინათინ ბუკია - თსუ-ს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მკვლევარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის (არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა;  კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა) ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ალექსანდრე შენგელაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რამაზ  ხომერიკი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ ჭელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ამირან ბიბილაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მერაბ ელიაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზაალ მაჭავარიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეიმურაზ ნადარეიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე