საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 30 ნოემბრის №31493/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 12 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №107/2019 დადგენილების პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე