საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 28 მაისის №127/01-01 და №128/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 3 ივნისის №67/2024 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 25.07.2024, №12507/10-02; 23.07.2024, №12321/10-02; 26.07.2024, №12608/10-02; 26.07.2024, №12581/10-02; 26.07.2024, №12607/10-02; 29.07.2024, №12659/10-02; 29.07.2024, №12690/10-02; 26.07.2024, №12632/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 31 ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
გაგა ლომიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ) ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა:
ლევან ბებურიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
გ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
გ.ა) რომანული ფილოლოგიის კათედრა (ესპანური ფილოლოგია):
ნინო ჭრიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ბ) რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ლიტერატურა):
ნინო ქავთარაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ.გ) გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ენა და თარგმანი):
თამარ ჭუმბურიძე - ასისტენტ-პროფესორი;
დ) კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კულტურის კვლევების კათედრა:
მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ე) ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრა:
ვლადიმერ ასათიანი - ასისტენტ-პროფესორი;
ვ) ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრა:
ნანა გულიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ზ) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ზ.ა) თურქოლოგიის კათედრა:
მზისა ბუსკივაძე - ასისტენტ-პროფესორი;
ზ.ბ) არაბისტიკის კათედრა:
ნინო დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი;
თ) მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა:
თ.ა) მიხეილ ქართველიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
თ.ბ) ზაალ გოგენია - ასისტენტ-პროფესორი.
ი) საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:
ი.ა) ალექსანდრე ბოშიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ი.ბ) ლერი თავაძე - ასისტენტ-პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე