საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 431 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ფორმირების (წევრების შერჩევისა და კრიტერიუმების დამტკიცების) წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №117/2018 დადგენილების, თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატის 2025 წლის 10 აპრილის №8566/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) სიმონ გელაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) ანასტასია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) რუსუდან სანაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ნატო ფიცხელაური - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ლია მაჭავარიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ვ) მარინე რუხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) ნინო შატბერაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
კ) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ლ) ელენე მეძმარიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
მ) ქეთევან ხუციშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ნ) იმედა რუბაშვილი - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ო) თამაზ ყარალაშვილი - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
პ) ლიანა გოგიაშვილი - თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ჟ) გიორგი ბერულავა - თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკური თეორიის და ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
რ) თამარ ებრალიძე - თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ს) თამარ ჯობავა - თსუ-ს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ტ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი საქართველოს ისტორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
უ) დიმიტრი პატარიძე - თსუ-ს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ფ) თამაზ თადუმაძე - თსუ-ს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე