Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Resolution
Date
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსები – სწავლების თანამედროვე მეთოდები (დანართი 1), მეცნიერების მენეჯმენტი (დანართი 2), ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა (დანართი 3).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 251

სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

  • დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქცია (დანართი 1).

 

  • კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 250

სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
16.03.2011, №26/2011 დადგენილებით



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

  • დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).

 

 

  • კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 250

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
 31.10.2016, №124/2016 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 249

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
 31.10.2016, №124/2016 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.12.2009, №328/2009; 16.03.2011, №27/2011; 
25.03.2013, №55/2013 დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე, 


1.     დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


11. დადგენილება ვრცელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (16.03.2011, №27/2011)


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია). 
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 249

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთარებულთათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხების (კვალიფიკაციების) დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთარებულთათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები (კვალიფიკაციები) (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

View More

Resolution N: 248

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეულ პირთა არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, 36–ე მუხლის მე–3 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. მოიხსნას ასაკობრივი შეზღუდვა და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობა მიეცეთ 65 წელს მიღწეულ პირებს.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

View More

Resolution N: 247/1

2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დატკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის თანახმად,

 

განისაზღვროს 2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები:

 

I შემოდგომის სემესტრი

1. ბაკალავრიატი:

1.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 3 აგვისტო – 18 სექტემბერი;

1.2 პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების წარმოდგენა) - 7 სექტემბერი - 18 სექტემბერი;

1.3 აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 21 სექტემბერი;

1.4 სააუდიტორიო მეცადინეობები – 21 სექტემბერი – 2 იანვარი;

1.5 სასესიო პერიოდი – 8 იანვარი – 6 თებერვალი;

1.6 არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი;

2. მაგისტრატურა:

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი – 26 სექტემბერი;

2.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 სექტემბერი – 9 იანვარი;

2.3 სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი;

2.4 არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი;

3. დოქტორანტურა:

3.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი  – 2 ოქტომბერი;

3.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 5 ოქტომბერი – 16 იანვარი;

 

II გაზაფხულის სემესტრი

1. ბაკალავრიატი:

1.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;

1.2 აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 21 სექტემბერი (წინასწარი რეგისტრაცია); 8 თებერვალი – 1 მარტი (ძირითადი რეგისტრაცია);

1.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;

1.4 სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 10 ივლისი;

2. მაგისტრატურა:

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;

2.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;

2.3 სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 10 ივლისი ;

3. დოქტორანტურა:

3.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;

3.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი  – 12 ივნისი;

 

I. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტმენტს (რ.ჩიქოვანი).

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 247

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ” 2008-2009 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ” 2008-2009 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის N87 დადგენილების II მუხლის მე–2 პუნქტის 2.4–ე ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2.4 სასესიო პერიოდი – 15 ივნისი –18 ივლისი.“


2. კონტროლი დადგენილებაზე  დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ.ჩიქოვანი)
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 246

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ თამარ მიდელაშვილისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის  მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე

 

I. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2009–2010 სასწავლო წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამატებიტი სემესტრის სტუდენტს თამარ მიდელაშვილს მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 245

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

18.11.2013, № 127/2013 დადგენილებით

 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,

 

1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი 1) .


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 244

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

18.11.2013, № 127/2013 დადგენილებით


ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
24.05. 2010, №50/2010 დადგენილებით

 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,

 

1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი 1) .


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 244

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის  16 მარტის  N30/0101 ბრძანების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე არჩეულ იქნეს სოლომონ ტაბუცაძე.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯარო.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 243

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულების ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2009 წლის 16 ივლისის №260 დადგენილებით

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის  16 მარტის  N30/0101 ბრძანების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე არჩეულ იქნეს სოლომონ ტაბუცაძე.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 243

2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩარიცხულ გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა სწავლის საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩარიცხულ გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 242

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” 2008 წლის 25 მაისის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

I. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილების დანართში:


ა) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ოჯახის ავადმყოფ წევრზე მეურვეობის გამო.“
ბ) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს: „აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.“
გ) შესწორდეს მე–9 მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით: „სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის მოცულობით) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება 750 ლარით.
დ) მე–7 მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება.”


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი)
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 241

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, №76/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–3 და მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა (დანართი 1);
 

1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

View More

Resolution N: 240

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, №76/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–3 და მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაცია (დანართი 1);


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

View More

Resolution N: 239

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვანი სასწავლო კურსების ამოქმედების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების ხარისხის ამაღლების, გაცვლითი პროგრამების მონაწილე უცხოელი სტუდენტების მომსახურების გაუმჯობესების და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, 2009–2010 სასწავლო წლიდან ამოქმედდეს უცხოენოვანი (ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვანი) სასწავლო კურსები არსებული საუნივერსიტეტო კურიკულუმის ფარგლებში.


2. უცხოენოვანი (ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვანი) სასწავლო კურსების სილაბუსები წარდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 1 სექტემბრისა. 


3. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით უზრუნველყოს უცხოენოვანი სასწავლო კურსების ტექნიკური მონიტორინგი და აკადემიური ექსპერტიზა, არაუგვიანეს 2009 წლის 15 სექტემბრისა.


4. იმისათვის, რომ აკადემიური ექსპერტიზის შედეგად შერჩეული უცხოენოვანი სასწავლო კურსების ავტორს მიეცეს უცხოურ ენაზე შესაბამისი სასწავლო კურსის წარმართვის უფლება, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნა:


ა) წარმოადგინოს შესაბამისი უცხო ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან

ბ) წარმოადგინოს უცხოეთის ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულენოვან უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მოპოვებული ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
გ) წარმოადგინოს  უცხოეთის უნივერსიტეტში ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე სასწავლო კურსის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
დ) ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის შესაბამის დონეზე ფლობა დაადასტუროს თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე შექმნილი სპეციალური კომისიის წინაშე საჯარო ლექციის ჩატარებით.  


5. უცხოენოვანი სასწავლო კურსების ანაზღაურების საკითხი დარეგულირდეს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
7. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

View More

Resolution N: 238

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ 2009–2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
№78/2013, 01. 07.2013 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების დარეგულირების მიზნით გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული ბაკალავრებისათვის  უცხოური ენების სწავლების მინიმალური მოცულობა განისაზღვროს 10 ECTS კრედიტით (ორსემესტრიანი კურსით).


2. 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული ბაკალავრებისათვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობად განისაზღვროს კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 240 ECTS კრედიტის დაგროვება და უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით  ჩაბარება, კერძოდ, უცხოური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დადასტურება და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება. 


3. 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობად განისაზღვროს კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 120 ECTS კრედიტის დაგროვება და უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით  ჩაბარება, კერძოდ, უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება. 


4. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრმა 2009 წლის 1 ოქტომბრამდე მოახდინოს უცხოური ენების სასწავლო პროგრამების, მეთოდებისა და გამოყენებული სახელმძღვანელოების მოდერნიზაცია, „ენა სპეციალური მიზნებისათვის“ სასწავლო კურსების მომზადება, უცხოური ენების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.


5. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს უცხოური ენების სწავლების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.      


6. საბაკალავრო პროგრამით უცხოური ენებისათვის განსაზღვრული კრედიტების სრულად დაგროვების შემდეგ, ბაკალავრებს ჩაუტარდეთ სასერტიფიკაციო გამოცდა.


7. სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ, მაგისტრანტებს ჩაუტარდეთ სასერტიფიკაციო გამოცდა უცხო ენაში. 


8. უცხოურ ენებში სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზება დაევალოს თსუ საგამოცდო ცენტრს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრთან თანამშრომლობით.


9. ბაკალავრებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე ვერ დაადასტურებენ უცხოური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნას,  შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე.


10. მაგისტრანტებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე ვერ დაადასტურებენ უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნას,  შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე. 


11. დაევალოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების ცენტრს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე უცხოური ენების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსების მომზადება  და თსუ სტუდენტებისთვის შეთავაზება შეღავათიან ფასად. 


12. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები განთავისუფლდნენ უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდისგან უცხოური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისო აღიარების მქონე  სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში. უცხოური ენების ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების აღიარების წესი დარეგულირდეს თსუ აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილებით.


13. მაგისტრანტები განთავისუფლდნენ უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდისგან, თუ უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა უკვე დადასტურებული აქვთ მაგისტრატურაში მისაღებ უცხოური ენის გამოცდაზე.


14. უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვის და უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თსუ აკადემიურ პერსონალს მიეცეს რეკომენდაცია ცალკეული სასწავლო კურსის უცხოურ ენებზე მომზადებისა და წარმართვის თაობაზე. 


II. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (რ. ხარბედია) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს (ი. დარჩია).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

View More

Resolution N: 237