Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    რამაზ გახოკიძე
    ქიმიკოსი
    date of birth 1945

    დაიბადა 1945 წელს, თბილისში.

    1967 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

    1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ოქსიკარბონულ ნაერთთა, მათ წარმოებულ ჟანგვა-აღდგენით დისპროპორციონალების რეაქციები“.

    1974 -1984 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის დოცენტი, 1985-1990 წლებში პროფესორი. 

    1993-2005 წლებში შეთავსებით მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის გამგედ.

     2000, 2001, 2002 და 2009 წლებში ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დასახელებულია "წლის ადამიანად'".

     გამოქვეყნებული აქვს შრომები:

    ალექსანდრე ბოროდინი: მეცნიერისა და კომპოზიტორის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1978.

    მეთოდური მითითებები ბუნებრივი პოლიმერების ქიმიაში, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1986.

    გზა ხსნისა: მეცნიერება, ხელოვნება, აღზრდა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991.

    ბიოენერგოაქტივატორი, თბილისი: ჯისიაი, 2002. 

    ბიოორგანულ ნაერთთა კვლევის მეთოდები,  თბილისი: უნივერსალი, 2003.

    ბიოორგანული ქიმია: სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თბილისი:  ცოდნა, 2006.

    შრომები

    • ალექსანდრე ბოროდინი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1978
    • ბიოენერგოაქტივატორი: უხვმოსავლიანობის მიღების საშუალება. / რედაქტორი - გ. კვესიტაძე. თბ., 2002
    • ბიოორგანული ქიმიის მოკლე კურის. / ნელი სიდამონიძე. სამეცნიერო რედაქტორი - ლალი ტაბატაძე. თ.ს.უ. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 2016
    • გზა ხსნისა: მეცნიერება, ხელოვნება, აღზრდა. / რედაქტორი - ა. ტყემალაძე. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 1991
    • ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბიოორგანულ ქიმიაში. / ავტორები: ნელი სიდამონიძე, რუსუდან ვარდიაშვილი. თ.ს.უ. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 2016
    • მეთოდური მითითებანი ბუნებრივი პოლიმერების ქიმიაში. თბ., 1986
    • “მწვანე ბიოორგანული რევოლუციის” საწყისებთან. თ.ს.უ. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 2014
    • უნივერსიტეტის ჰიმნი: [ნოტი] / ტექსტი - კ. სანაძისა. მთარგმნელი - გ. ურუშაძე. რედაქტორი - ნ. გულიაშვილი. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 1988

    ბიბლიოგრაფია