რამაზ გახოკიძე
ქიმიკოსი
დაბადების თარიღი 1945
დაიბადა 1945 წელს, თბილისში.
1967 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.
1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ოქსიკარბონულ ნაერთთა, მათ წარმოებულ ჟანგვა-აღდგენით დისპროპორციონალების რეაქციები“.
1974 -1984 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის დოცენტი, 1985-1990 წლებში პროფესორი.
1993-2005 წლებში შეთავსებით მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის გამგედ.
2000, 2001, 2002 და 2009 წლებში ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დასახელებულია "წლის ადამიანად'".
გამოქვეყნებული აქვს შრომები:
ალექსანდრე ბოროდინი: მეცნიერისა და კომპოზიტორის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1978.
მეთოდური მითითებები ბუნებრივი პოლიმერების ქიმიაში, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1986.
გზა ხსნისა: მეცნიერება, ხელოვნება, აღზრდა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991.
ბიოენერგოაქტივატორი, თბილისი: ჯისიაი, 2002.
ბიოორგანულ ნაერთთა კვლევის მეთოდები, თბილისი: უნივერსალი, 2003.
ბიოორგანული ქიმია: სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თბილისი: ცოდნა, 2006.
შრომები
- ალექსანდრე ბოროდინი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1978
- ბიოენერგოაქტივატორი: უხვმოსავლიანობის მიღების საშუალება. / რედაქტორი - გ. კვესიტაძე. თბ., 2002
- ბიოორგანული ქიმიის მოკლე კურის. / ნელი სიდამონიძე. სამეცნიერო რედაქტორი - ლალი ტაბატაძე. თ.ს.უ. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 2016
- გზა ხსნისა: მეცნიერება, ხელოვნება, აღზრდა. / რედაქტორი - ა. ტყემალაძე. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 1991
- ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბიოორგანულ ქიმიაში. / ავტორები: ნელი სიდამონიძე, რუსუდან ვარდიაშვილი. თ.ს.უ. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 2016
- მეთოდური მითითებანი ბუნებრივი პოლიმერების ქიმიაში. თბ., 1986
- “მწვანე ბიოორგანული რევოლუციის” საწყისებთან. თ.ს.უ. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 2014
- უნივერსიტეტის ჰიმნი: [ნოტი] / ტექსტი - კ. სანაძისა. მთარგმნელი - გ. ურუშაძე. რედაქტორი - ნ. გულიაშვილი. თბ., თ.ს.უ - ს გამომცემლობა, 1988