ლელა პატარიძე
ისტორიკოსი
date of birth 1962
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილება.
1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში; 2006-2007 წლებში როგორც მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა კურსს "აკადემიური წერა".
მისი სამეცნიერო ინტერესები სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა: ქართული მატიანეების სტრუქტურა, იდეოლოგია და ტიპოლოგია; ქართული იდენტობის პრობლემა ისტორიულ ჭრილში, აწმყოში და მომავლის პერსპექტივაში, რომელსაც მიუძღვნა სტატიების სერია და გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ენტორნი დ. სმითის წიგნის "ნაციონალური იდენტობა" თარგმანი; ქართლის გაქრისტიანების პრობლემები იდეოლოგიურ და სოციალურ ჭრილში;
ლელა პატარიძე იყო "ეროვნული ფონდის" გრანტის "კოლექტიური კულტურული იდენტობა რელიგიური მოქცევის კონტექსტში: ქართული მაგალითის კვლევა და განზოგადებანი" (2007–2008) ხელმძღვანელი, თანაავტორი VII და X კლასების ისტორიის სახელმძღვანელოსი (2006); თავისი კვლევის შედეგები მან ერთგვარად შეაჯამა მონოგრაფიაში "პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: "ქართლის ცხოვრების" სამყარო" (2009), რომელიც მისი ბოლო ნაშრომი გამოდგა.
საკანდიდატო დისერტაცია თემა - "სამყაროს სურათი ქართულ ადრექრისტიანულ წერილობით წყაროებში (ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი)", დაიცვა 1991 წელს.