საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ლელა პატარიძე
    ისტორიკოსი
    დაბადების თარიღი 1962

    1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილება.

    1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში; 2006-2007 წლებში როგორც მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა კურსს "აკადემიური წერა".

    მისი სამეცნიერო ინტერესები სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა: ქართული მატიანეების სტრუქტურა, იდეოლოგია და ტიპოლოგია; ქართული იდენტობის პრობლემა ისტორიულ ჭრილში, აწმყოში და მომავლის პერსპექტივაში, რომელსაც მიუძღვნა სტატიების სერია და გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ენტორნი დ. სმითის წიგნის "ნაციონალური იდენტობა" თარგმანი; ქართლის გაქრისტიანების პრობლემები იდეოლოგიურ და სოციალურ ჭრილში; 

    ლელა პატარიძე იყო "ეროვნული ფონდის" გრანტის "კოლექტიური კულტურული იდენტობა რელიგიური მოქცევის კონტექსტში: ქართული მაგალითის კვლევა და განზოგადებანი" (2007–2008) ხელმძღვანელი, თანაავტორი VII და X კლასების ისტორიის  სახელმძღვანელოსი (2006); თავისი კვლევის შედეგები მან ერთგვარად შეაჯამა მონოგრაფიაში "პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: "ქართლის ცხოვრების" სამყარო" (2009), რომელიც მისი ბოლო ნაშრომი გამოდგა.

    საკანდიდატო დისერტაცია თემა - "სამყაროს სურათი ქართულ ადრექრისტიანულ წერილობით წყაროებში (ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი)", დაიცვა 1991 წელს.

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 02/08/2021
    კატეგორია: ისტორიკოსი