საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომრე ექვთიმე თაყაიშვილი აცნობებს ალექსანდრე ჯავახიშვილს1913 წლის 16 აპრილის სხდომაზე, იგი არჩეულ იქნა საზოგადოების წარმომადგენლად. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა მეცამეტე ყრილობაზე, თბილისში და სთხოვს მოხსენება წაიკითხოს თავისივე შეხედულებით, შერჩეულ საგანში. საზოგადოების ბლანკი, ქართული, შავი მელანი. ხელს აწერს თაყაიშვილი და გორგაძე. 22.04.1913 წელი.