Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Museum Exponats
Invetor Number
პორტსიგარი

ვერცხლის შიგნიდან მოოქროვილი წარწერით: ,,ბატონო გიორგი! თქვენის პატივისმცემელი და ერთგული მოწაფის სერგი ჟღენტის ოჯახი გულით გილოცავთ 90 წლისთავს. იცოცხლეთ, მრავალჟამიერ, ჩვენი პატარა ერის საკეთილდღეოდ. ეს იყო სერგის სპეტაკი გულის წადილი. 5 ივნისი, 1967 წელი". შემოსულია ოჯახიდან.

საფერფლე

მწვანე ფერის საფერფლე ჯამი, მოთავსებულია მინიატურული ცხენის ზურგზე. ეკუთვნოდა ახვლედიანს, შემოიტანა ოჯახმა. 

სუვენირი

მცირე ზომის მინიატურული ჭიქა ყავისფერი. ორი მოთეთრო ზოლით. ეკუთვნოდა გ. ახვლედიანს. 

თასი

ლითონის ტიხრული მინანქრით, გამოსახულია სხვადასხვა სიმბოლოები ფერადი მინანქრით. 

ჭიქა

ვერცხლის ჭიქა ინკრუსტირებული, მცენარეული ორნამენტით. ძირზე წარწერით ,,პატივცემულ ბატონ გიორგის როზასაგან". გადმოეცა ოჯახიდან მუზეუმს.

ვაზა

კერამიკული ვაზა, გიორგი ახვლედიანის გამოსახულებით. ვაზა ოქროსფრად ორნამენტირებული უკანა მხარეს წარწერით. ,,დიდ ქართველს გ.ს. ახვლედიანს 70 წლისთავის გამო". გრიშა, ალექსი. 

ბარელიეფი

გიორგი ახვლედიანის პროფილი, ყავისფერი. ოჯახიდან გადმოეცა მუზეუმს. 

ჩანთა

ყავისფერი ჩანთა ლითონის შესაკრავით, შიდა ორი განყოფილებით და ჯიბით. ეკუთვნოდა გიორგი ახვლედიანს.

ქუდი

ცილინდრი რუხი ფერის მაუდი, შავი ფერის ლენტით-ეკუთვნოდა გ. ახვლედიანს. მუზეუმს გადმოსცა ოჯახმა. 

ქუდი

ცილინდრი ყავისფერი, ბარხატის შავი კანტით. გიორგი ახვლედიანის ნაქონი, გადმოსცა ოჯახმა. 

გამხმარი ყაბაყი

მოყვითალო ფერის, სწორი ყუნწით (15OსმX8Xყუნწი11,5სმ). ნიკო კეცხოველის ნაქონი, ბოტანიკის ინსტიტუტი.

სტიმულატორი

ცხოველთა აღგზნებადობის შემსწავლელი ხელსაწყო, საათის მექანიზმის მოწყობილობით (ხის სადგამი) 30X24სმ და ზევით 18,5)ბერიტაშვილის დროინდელი. გადმოსცა მუზეუმს ფიზიოლოგიის მიმართულებამ. 

ლამპა

მაგიდის ელექტრო ლამპა. ეკუთვნოდა გიორგი ახვლედიანს. შემოიტანა ოჯახმა. 

საათი

მაგიდის საათი, ეკუთვნოდა გ. ახვლედიანს სასაჩუქრე ლითონის ფირფიტით ,,ძვირფასს საყვარელ გიორგის, თეატრალური ინსტიტუტი".

სუვენირი

ქვის ნატეხი, შავი ფერის. ეკუთვნოდა ნიკო კეცხოველს. 

სუვენირი

აბსტრაქტული კომპოზიცია (ოთხი ქვისგან) ეკუთვნოდა ნიკო კეცხოველს. 

სუვენირი

მინიატურული გემის კომპოზიცია, სადგარზე აფრებით (დამზადებული რქისგან) ეკუთვნოდა კეცხოველს. ბოტანიკის ინსტიტუტი. 

სუვენირი

საფერფლე კერამიკის, მოჭიქული ორნამენტირებული ეკუთვნოდა ნიკო კეცხოველს. ბოტანიკის ინსტიტუტი.

სუვენირი

კერამიკული ლარნაკი მოჭიქული, ორნამენტირებული-ეკუთვნოდა კეცხოველს. 

სუვენირი

ხის ტეფში რელიეფური ორნამენტით და წარწერით. ეკუთვნოდა გ. ახვლედიანს.