Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“

    რუკა ობიექტური რეალობის სივრცე-დროითი აღქმისა და შემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო ერთიან ჭრილში მთელი თავისი მრავალფეროვნებით მხოლოდ და მხოლოდ რუკების მეშვეობით წარმოჩინდება. სწორედ ამიტომ რუკას მრავალმხრივი გამოყენება აქვს: სამეცნიერო, სასწავლო-შემეცნებითი, სამხედრო-სტრატეგიული, საკადასტრო, საცნობარო და ა.შ. იგი არის ისტორიული, გეოგრაფიული, მხარეთმცოდნეობითი, ტოპონიმიკური და სხვა მრავალი სახის ინფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. აქედან გამომდინარე რუკა ერის კულტურული მემკვიდრეობის საუნჯეა.

    საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, ფლობს მდიდარ კარტოგრაფიულ მემკვიდრეობასაც, რომელიც ჟამთა სიავეს გადაურჩა. ერთ-ერთი ასეთია ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილი იმერეთის სამეფოს რუკა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვახუშტი ბაგრატიონის შექმნილი საქართველოსა და კავკასიის ატლასი. რუკების შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილმაც. ჯერ-ჯერობით მიკვლეულია ივანე ჯავახიშვილის მონაწილეობით შედგენილი 7 რუკა. ესენია:

    საქართველოს რეპუბლიკის რუკა (1922 წ.);

    საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა ძველი წყაროების მიხედვით (1930 წ.);

    საქართველოს საისტორიო რუკა. VII-XII ს. შედგენილი ძველი წყაროების მიხედვით (1913 წ.);

    საქართველოს ისტორიული რუკა (1923 წ.);

    საქართველოს საზღვრების რუკა (1919 წ.);

    საქართველოს რუკა, # 1 (1919 წ. ფრანგულ ენაზე);

    საქართველოს რუკა, # 2 (1919 წ. ფრანგულ ენაზე);

    23/04/2016