თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზურაბ ჩხაიძე.
ზურაბ ჩხაიძე გახლდათ დიდი მეცნიერი, საუკეთესო პედაგოგი და გამორჩეული კოლეგა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მედიცინის ფაკულტეტის, ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვუსამძიმრებთ სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოებას, კოლეგებს, სტუდენტებს და ოჯახის წევრებს.