ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების ვადად 2025 წლის 5 ივნისი განისაზღვრა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.
კანდიდატთა საბუთების მიღებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კანცელარია მატერიალურად (მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, I აკადემიური კორპუსი, ოთახი N114) , ხოლო ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე: chancellery@tsu.ge
კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
აკადემიური პერსონალის შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (თსუ აკადემიური).
სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N 1
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N 2
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N 3
.