Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა, შაბათი 7 ნოემბერი

    შაბათს, 7 ნოემბერს, 2020, თბილისში -- 16:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ონლაინ გამოფენას 27 ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის მონაწილეობით.

     

    გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები საშუალო სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე, ასევე პროფესიული განვითარებისა და მოკლევადიან საზაფხულო კურსებზე.

     

    დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი კოლეჯების წარმომადგენლებთან. პლატფორმაზე ჩატარდება ვებინარები: როგორ ჩავაბაროთ აშშ-ში, როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება, როგორ შევარჩიოთ პროგრამები შესაბამისს განათლების საფეხურზე;  გამოფენა გაიხსნება საორიენტაციო სემინართ ამერიკული სტუდენტური ვიზის პირობებზე. 

     

    უნივერსიტეტები წარმოადგენენ მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების მიხედვით, გააცნობენ მონაწილეებს ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის მთავრობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

     

    გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.

     

    2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან 600-მდე ადამიანი იღებს განათლებას აშშ-ში, მათგან 60 % საბაკალავრო, 30% სამაგისტრო და დანარჩენი სხვა საფეხურის პროგრამებზე სწავლობს. (IIE, Open Doors 2019), რაც ევროპის რეგიონისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. გამოფენა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

     

    გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

     

    დამატებითი ინფორმაციები: 

    გიწვევთ გამოფენაზე: აშშ-ის საელჩოს მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი კრისტოფერ ანდერსონი 

     

    გამოფენის გვერდი სოციალურ მედიაში

     

    მონაწილე უნივერსიტეტები  

     

    გამოფენაზე რეგისტრაცია