Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდია ტუშას უნივერსიტეტში

    ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ტუშას უნივერსიტეტში.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია.

    სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
    დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
    გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
    შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
    პასპორტის ასლი
    ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
    CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
    მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
    უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
    ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
    შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
    დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკმარისია მეილზე მიღებული თანხმობა, საკონტაქტო პირი - ანჯელა ფატორეტი:fattoretti@unitus.it)

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 16 მარტის 15:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

    სტიპენდია მოიცავს:

    დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

    სტიპენდიის ხანგრძლივობა:
    14 დღე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - აპრილი ან მაისი)

    შენიშვნა:

    დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
    შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge