Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები ტურკუს უნივერსიტეტში

    ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი).

    განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი სასწავლო მიმართულებებიდან (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

    სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

    კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
    ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქმედი TOEFL ან IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; მინიმუმ B2 დონე)
    თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
    შერჩევის საფეხურები:
    დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
    გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
    სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
    ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
    მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 30 მარტს 10 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
    ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
    შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
    პასპორტის ასლი

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 30 მარტის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

    მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA)
    მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
    1. ფაკულტეტი
    2. სემესტრი
    3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)
    4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
    5. საკონტაქტო მობილურის ნომერი

    სტიპენდია მოიცავს:
    უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

    მობილობის პერიოდი:
    2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

    შენიშვნა:
    შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
    დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge