ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ აბაშიძე მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (მონტერეი, კალიფორნია) მიწვევით, აშშ-ში იმყოფებოდა. მიდლბერის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ცენტრია საერთაშორისო ურთიერთობათა და განიარაღების საკითხების შესწავლის კუთხით.
ვიზიტის განმავლობაში ზურაბ აბაშიძემ მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეოება რამდენიმე სემინარში, რომლებზეც განხილული იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხები და სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება. ღონისძიების მონაწილეთა და ორგანიზატორთა ინტერესი გამოიწვია საქართველოს პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ და მისმა წარმატებებმა ევროინტეგრაციის გზაზე.
მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ ზურაბ აბაშიძეს საპატიო სიგელი გადაეცა. პროფესორი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა.