Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები - 2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2021 წლის 11 ოქტომბერს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა (საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი):
 

  • იურიდიული ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;

 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2021 წლის 30 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყო და  2021  წლის 6 ოქტომბერს 18:00  საათზე (5სამუშაო დღე) დასრულდა.


აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული   ან სამეცნიერო  თანამდებობა.


კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი  N114

 

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
 

ა) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე 

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი)/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა აფილირების მითითებით.

 

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა 11 ოქტომბერს, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ელექტრონული (დისტანციური) ფორმატით შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით.

 


რეგისტრირებული კანდიდატები:
1. მიხეილ ამაღლობელი ― ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

2. ომარ მუკბანიანი ― ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

3. ეთერი ხარაიშვილი ― ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;

4. მარინე ჩიტაშვილი ― ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;

5. მორისი შალიკაშვილი ― იურიდიული ფაკულტეტი;

6. ზურაბ აბაშიძე ― სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

 

ბრძანება N:165/01-01 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

ბრძანება N192/01-01 - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 17 სექტემბრის N165/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

 

სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N1

 

სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის დისტანციური სხდომის ოქმი N2

 

სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის დისტანციური სხდომის ოქმი N3