Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ გამომცემლობის წიგნები ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული უნიკალური წიგნები - სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა და თარგმანები ლონდონის წიგნის ბაზრობაზე.

თსუ გამომცემლობა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობის ხელმძღვანელმა კახაბერ რუსიძემ წარადგინა. გამომცემლობის ხელმძღვანელი შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობის ხელმძღვანელებს, ბრიტანულ გამომცემელთა ასოციაციებს, გამავრცელებლებს; უნივერსიტეტის გამოცემების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა საქმიანი შეხვედრები და დისკუსიები.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოფენილ იქნა მწერალთა სახლის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული და ათამდე ქართული გამომცემლობის 200-მდე წიგნი

ლონდონის წიგნის ბაზრობა, რომელიც 1971 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება, ტრადიციულად „ოლიმპია ლონდონში“ გაიმართა. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს.