Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

    საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

    პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი დღის მანძილზე გელით თბილისში რუსთაველის გამზირზე და ამბროლაურში.

    რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება:
    საგამოფენო სივრცე - თსუ-ს დაფუძნების, პირველი რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წ/წ განათლების სისტემის ამსახველი დოკუმენტები/ფოტომასალა;
    არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია;
    საბავშვო STEM ლაბორატორია - სახალისო ქიმია;
    გეოგრაფიული შემეცნებითი ვიქტორინა;
    "სითი გეიმის" ფინალი და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება;
    ვირტუალური რეალობა ყველასთვის;
    მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის უნიკალური კოლექციის გამოფენა;
    თსუ-ს არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა;
    საჯარო ლექციები;

    სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თსუ-ს სტენდზე მსურველები ჩაერთვებიან   სპორტული აქტივობაში „თსუ ქართული ალპინიზმის სათავე“ (კლდეზე ცოცვა);


    ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს:
    საგამოფენო სივრცე - თსუ-ს დაფუძნების, პირველი რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წ/წ განათლების სისტემის ამსახველი დოკუმენტები/ფოტომასალა;
    არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია;
    საბავშვო STEM ლაბორატორია - სახალისო ქიმია;
    გეოგრაფიული შემეცნებითი ვიქტორინა;
    ვირტუალური რეალობა ყველასთვის;
    თსუ-ს არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა;
    საჯარო ლექციები;
    საზეიმო კონცერტი თანამედროვე ცეკვების ანსამბლის „TSU Modern“ და გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლის „გორდელა“ მონაწილეობით.