Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის დელეგაცია IAU კონფერენციაზე პეკინში

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ის კანცლერთან ლაშა საღინაძესთან ერთად საერთაშორისო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAU) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

 

ღონისძიება პეკინის უნივერსიტეტში იმართება და მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვას. პროგრამა მოიცავს პანელურ სესიებს, დისკუსიებს, ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებასა და კვლევითი ცენტრების მონახულებას.

 

პანელურ სესიაზე განხილული იყო, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი უმაღლესი განათლების სისტემას და რა ინოვაციური პრაქტიკები დანერგეს უნივერსიტეტებმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პლატფორმებს რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულ ციკლს, გაკვეთილის მომზადებიდან პოსტ-სასწავლო აქტივობებამდე და ქმნის პერსონალიზებულ სასწავლო გზებს. ასევე ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სწავლა-სწავლების ციფრული ტექნოლოგიებით გაუმჯობესებაზე.

 

პეკინის უნივერსიტეტი (Beijing Normal University) ცნობილია, როგორც განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუცია. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ეროვნულ კვლევით-ინჟინრულ სამეცნიერო ცენტრებთან, ისე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.

 

თსუ-ს წარმომადგენლების მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია თსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინოვაციური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ღონისძიება საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან.