Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან.

 

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE) – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსია, რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების დარგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

 

კურსი უფასოა და 2018 წლიდან ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

 

კურსი მოიცავს 12 მოდულს და გრძელდება 6 კვირა. სწავლების პროცესს დამოუკიდებლად მართავს მონაწილე, ინდივიდუალურად ეცნობა სასწავლო მასალას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს კურსის ტუტორებს და სხვა მონაწილეებს სადისკუსიო ფორუმზე.

 

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ელექტორნული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზე მას შეეძლება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სხვა სპეციალიზებული კურსების გავლა.

 

რეგისტრაციის პერიოდი - 14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი, 2021

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს

 

კურსთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია/ელ.ფოსტის მისამართი: dl101ge@sakpatenti.org.ge