UNESCO-Japan Prize on Education for Sustainable Development (ESD) არის საერთაშორისო პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭება საუკეთესო კანდიდატებს იმ ინიციატივებისა და პროექტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს განათლების მდგრადი განვითარების (ESD) დანერგვას. აღნიშნული პრიზი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას განათლების გზით. ჯილდო ენიჭება კერძო პირებსა და ორგანიზაციებს “განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ (ESD) კუთხით განხორცილებული განსაკუთრებული პროექტებისთვის.
ნომინაციის პროცესი წარიმართება ონლაინ პლათფორმის მეშვეობით, სადაც იუნესკოში საქართველოს დელეგაცია წარადგენს კანდიდატის მიერ შევსებულ სააპლიკაციო ფორმას. ფულადი პრიზი ყოველ წელს გადაეცემა სამ გამარჯვებულს, თითოეულს 50,000 აშშ დოლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილოთ თანდართული ფაილი და ასევე, აღნიშნული პრიზის ვებგვერდი:https://www.unesco.org/en/prizes/education-sustainable-development
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 7 მაისამდე წარმოგვიდგინოთ შევსებული საპლიკაციო ფორმა (იხ. მიბმული ფაილი) იუნესკოში საქართველოს დელეგაციის ინფორმირების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.