Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ამ თუ იმ  დარგის წამყვანი სპეციალისტების ფართომასშტაბიანი შეხვედრა. მისი მიზანია კავკასიოლოგიაში დაგროვილი რელევანტური ცოდნის, კვლევებისა და შესაძლო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობა-გამოცდილების ურთიერთგაცვლა.

ჩვენი კონგრესი მრავალდღიანი ღონისძიებაა სხვადასხვა ტიპის სესიებით, რომელიც შეთავაზებულია დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მისი უმთავრესი ღირებულებაა კლასიკური კავკასიოლოგიის საფუძვლების შენარჩუნება, სამეცნიერო ურთიერთობათა ინტერნაციონალიზაცია და გლობალურ სამყაროში პროგრესის გზით წინსვლა.

კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

წლევანდელი კონგრესი ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკად. არნოლდ ჩიქობავას ინიციატივით დაარსებული კავკასიური ენების კათედრის   90 წლის იუბილეს.

კავკასიურ ენებისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრების შერწყმის საფუძველზე 2006 წელს დაარსდა კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ერთადერთი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც კომპლექსურად მიმდინარეობს კავკასიის ყველა ენისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის შესწავლა და სწავლება.

კონგრესში მონაწილეობს 163 მომხსენებელი საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთის ფედერაციიდან (დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან...).

აღნიშნული კონგრესი არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩრდილო-კავკასიელების ჩართულობით (მომხსენებლებიდან 100 მონაწილე არის ჩრდილოეთ კავკასიიდან), რომელთაგან თითქმის ნახევარი უშუალოდ არის დაკავშირებული კავკასიოლოგიის თბილისურ სკოლასთან, სადაც თსუ-ს კავკასიურ ენათა კათედრის არსებობის 90 წლის განმავლობაში თითოეული კავკასიური რეგიონისთვის ათეულობით ლინგვისტი და ისტორიკოსი აღიზარდა.

კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდება 17-19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაწყისი - 10:00 საათზე.