Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: სკანდინავიური ფილოლოგია, სკანდინავისტიკა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 21 ოქტომბრის 16:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   outgoingmobility@tsu.ge!

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი 

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2019 წლის 13 მარტის, 2019 წლის 1 და 2 ოქტომბრის ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე)

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ ოსლოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1

ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

 

შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ოსლოს უნივერსიტეტი)

 

სტიპენდია მოიცავს: 

უფასო სწავლა, 900 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო).

 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;

-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!