ცხადდება კონკურსი 
	შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ 
	 ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის და 
	მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.
მიმართულებები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი.
	სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება/შეფასება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა 
	ა/წ  14 თებერვლის  12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
	outgoingmobility@tsu.ge
	სააპლიკაციო  დოკუმენტების ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
-2019 წლის 13 მარტს და წლის 1-2  ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
-მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS - მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
-უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
	სტიპენდია ფარავს:
საცხოვრებელი ბინის და კურსების საფასურის ხარჯებს.
გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობისა და  საერთაშორისო დაზღვევის და კვების ხარჯები.
	დამატებითი ინფორმაცია: 
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. 
	დანართი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: 
	outgoingmobility@tsu.ge
