Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კონფერენცია "მედეა-დედობა, სიყვარული და მრისხანება"

    19-20 ოქტმბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ქალთა კომიტეტის კონფერენცია: "მედეა-დედობა, სიყვარული და მრისხანება" გაიმართება.

    კონფერენციაში ქართველ ფსიქოანალიტიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები: გერმანიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, თურქეთიდან.

    კონფერენციის პროგრამაშია მოხსენებები, პლენარული სხდომები, ვორქშოპები, კლინიკური შემთხვევების განხილვა, მხატვრული ფილმის ჩვენება, ექსკურსია და სხვა.

    კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ქალთა კომიტეტისა და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ორგანიზებით ტარდება.

    დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.