25-26 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა.
კონფერენციის მონაწილეები: ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია, საქართველოს თანამედროვე ფსიქოანალიზის საზოგადოება, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, პრაქტიკოს ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამა.
სამუშაო ჯგუფებში რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი.
ჯგუფებში რეგისტრაციას შეძლებთ 19 აპრილის ჩათვლით.