Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენცია - ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით, მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენცია - ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გაიმართა.

 

კონფერენცია მიზნად ისახავს დარგში არსებული ცოდნისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის/გაზიარების ხელშეწყობას. ასევე გამოავლინოს სკოლებში სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზების საუკეთესო პრაქტიკები და შექმნას პედაგოგთა პროფესიული საზოგადოებისთვის მათი გაზიარების შესაძლებლობა.

 

წლევანდელი კონფერენციის თემატიკა გახლდათ  ,,სწავლების აღმზრდელობით ფუნქციის რეალიზება სკოლაში“, სადაც ქვეყნის მასშტაბით მოწვეულმა მასწავლებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები საკლასო და კლუბური მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილებების შესახებ შემდეგ თემებზე:

 

ხელოვნური ინტელექტის (AI) ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენება სასწავლო პროცესში;

ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ჩამოყალიბება სასწავლო პროცესში;

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესში.

 

კონფერენციის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ სკოლაში სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზება მოსწავლეებთან  მჭიდრო თანამშრომლობითა და კავშირით არის შესაძლებელი. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების სისტემებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესებასა და მოზარდების პიროვნულ განვითარებას.