ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 23 იანვარს, გაიმართა საუნივერსიტეტო, მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია, შემდეგი პროგრამის მიხედვით:
1. „ცირკულარული ეკონომიკის განვითარების არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“, ხელმძღვანელი: მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
2. „ინოვაციური ბიზნესის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა საქართველოში“ - ხელმძღვანელი: საერთაშორისო ბიზნესის კათედრის პროფესორი თემურ შენგელია. მომხსენებლები: ასოცირებული პროფესორი უშანგი სამადაშვილი და დოქტორანტი ნინო ადამია.
3. „წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“- ხელმძღვანელი: ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი რევაზ გველესიანი. მომხსენებელი ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი.
4. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე“, - ხელმძღვანელი: ეკონომიკური თეორიებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.
5. „საქართველოს საგარეო სავაჭრო პოტენციალის კვლევა ევროკავშირის ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის კონტექსტით“, ხელმძღვანელი: საერთაშორისო ბიზნესის ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, მომხსენებელი ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე.
6. „ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის შრომითი კმაყოფილების ზეგავლენა პაციენტების სამედიცინო მომსახურების კმაყოფილების ხარისხზე (ავერსის კლინიკების მაგალითზე)“, ხელმძღვანელი: გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, მომხსენებელი დოქტორანტი ქეთევან გოგნაძე.