Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები „თსუ 107“

     

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „თსუ 107“ გაიხსნა.

     

    ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ცანავა, პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე და პროფესორი მანანა გელაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის.

     

    კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა.  მისი თქმით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტის დაარსების თარიღს ტრადიციულად სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნავს ხოლმე. „სწორედ ამ ამ დღეს გვინდა უნივერსიტეტის ოქროს მედლები გადავცეთ იმ პროფესორებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით დაიმსახურეს უნივერსიტეტისგან ეს ჯილდო“’,- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

     

    კონფერენციაზე თსუ პროფესორებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისტორიის, ფილოლოგიის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.

     

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ასევე გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "თსუ 107".