Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო გამოფენა ქუვეითში

2026 წლის 8-11 თებერვალს ქუვეითში დაგეგმილია „ახლო აღმოსავლეთში გამოგონებების მე-16 საერთაშორისო გამოფენა - IIFME 2026 “.

გამოფენა ყოველწლიურად იმართება ქუვეითის დედაქალაქში და ორგანიზებულია ქუვეითის სამეცნიერო კლუბის (KSC) მიერ. ეს არის გამოგონებებისა და ინოვაციების სპეციალიზებული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კერძო და საჯარო სკოლებს, ასევე, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს. გამოგონებას უნდა ჰქონდეს პატენტი ან დაფარული იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების განაცხადით.

ღონისძიებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 დეკემბერი, ხოლო გვიანი რეგისტრაციისა და მოსაკრებელის გადახდის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი. მონაწილეობის შემთხვევაში სტენდის ღირებულება არის $1,000. რეგისტრაციის ბმული: https://www.iifme.com/registration-upcoming