geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“

29-30 ოქტომბერს,  შპს - ალტე უნივერსიტეტისა და სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (1st International Scientific Conference on Artificial Intelligence in Healthcare and Medicine), რომელიც სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის, მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო მკვლევრები, აკადემიური პერსონალი, ექიმები, ჯანდაცვის პროფესიონალები, სტუდენტები და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაცია დასრულდება ადგილების სრულად შევსებისთანავე. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: https://ic.alte.edu.ge