Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა - “Entrepreneurship in Post-Communist Emerging Economies: Historical Legacies, Institutional Practices and Policy Perspectives”

    მიმდინარე წლის 4-8 ოქტომბერს, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “გოეთეს ინსტიტუტის” ორგანიზებით,  გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა თემაზე - “Entrepreneurship in Post-Communist Emerging Economies: Historical Legacies, Institutional Practices and Policy Perspectives” (მეწარმეობა პოსტ-საბჭოთა განვითარებად ეკონომიკაში: ისტორიული მემკვიდრეობა, ინსტიტუციური პრაქტიკა და საკანონმდებლო პერსპექტივები). შეხვედრის მხარდამჭერია გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).

     

    სამუშაო შეხვედრის სამი ძირითადი საკითხი იქნება:

    • ისტორიული მემკვიდრეობა, მისი გავლენა მეწარმეობაზე და ინსტიტუციონალური კონტექსტი;
    • მეწარმეობის ინსტიტუციონალური წესები და საკანონმდებლო გარემო;
    • საკანონმდებლო პერსპექტივები მეწარმეობის მართვისა და რეგულირების შესახებ.

     

    სწორედ ამ თემების გარშემო დაგეგმილი ვორქშოფის ფარგლებში ცხადდება სამეცნიერო კვლევების მიღება, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში თეორიული და ემპირიული პერსპექტივების საკითხს ეხება.

     

    სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 4-8 ოქტომბერს, თბილისში, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით. კოვიდ-სიტუაციის გათვალისწინებით, შეხვედრები ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება. მოწვეული სპიკერები იქნებიან: პროფესორი აბელ პოლესი (ტალინის უნივერსიტეტი, დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტ) და პროფესორი ფრიდრიხ ველტერი (ზიგენის უნივერსიტეტი).

     

    საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 16 აგვისტომდე უნდა გამოგზავნონ 500 სიტყვიანი აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: paquin@soz.uni-frankfurt.de;

    აბსტრაქტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და შეიცავდეს: ნაშრომის სათაურს, ავტორის საკონტაქტო დეტალებს, კვლევის საკითხს, სამუშაო ჰიპოთეზას, თეორიული ან ემპირიული არგუმენტის ზოგად მიმოხილვას, წინასწარ გაკეთებულ დასკვნებთან ერთად.

     

    კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ დანართი.