ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი თბილისის უნივერსიტეტის დაარსების 106 წელს აღნიშნავს. ამ თარიღს მიეძღვნა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია 12-13 თებერვალს და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თსუ - 106, რომელიც გაიმართება 14-15 თებერვალს.
თბილისის უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომლის თანამედროვე მემკვიდრეა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი იყო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე და დღესაც აგრძელებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ყოველ წელს იმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით.