Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სასემინარო კურსი - „გენდერული თანასწორობა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელება და დიპლომატიის მოდელირება“

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე კურსის „გენდერული თანასწორობა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელება და დიპლომატიის მოდელირება“ (Gender Equality, Implementation of U.S. Foreign Policy and Model Diplomacy) ფარგლებში აცხადებს მიღებას სტუდენტი გოგონებისთვის სემინარებზე დასასწრებად.

    აღნიშნული კურსი ხორციელდება პროექტის - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მოდელირების სემინარები გოგონებისთვის“ ("U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls") - ფარგლებში.

    პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების/ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.

    სასემინარო კურსის დაწყების თარიღია - 2018 წლის 27 ოქტომბერი.

    პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2018 წლის 12 ოქტომბერი, 18:00 სთ.

    კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.