Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეშვიდე სტუდენტურ პროგრამას

    წელს ლიდერატორი საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მიღებას აცხადებს 13 პროგრამაზე, რაც ბანკის მასშტაბით 45 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი, ბიზნესის ეფექტურობა,  მარკეტინგი, ციფრული არხების განვითარება, ადამიანური კაპიტალის მართვა, ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი, საბანკო სამართალი, საცალო, SME, კორპორაციული თუ პრემიალური საბანკო მომსახურება და საბროკერო საქმე.

     

    ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

     

    ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ - Leaderator.bog.ge

     

    რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 თებერვალი.