Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გაჩეჩილაძისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

                                          

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. 

 

 მთარგმნელის, პოეტისა და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის ღვაწლისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ კონფერენციაზე აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

ღონისძიებაზე დამსწრეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა, რომელმაც, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის  კულტურასა და მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლის შესახებ ისაუბრა.  

უფრო ადრე მეცნიერისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.