ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ორგანიზებით თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებს შორისა: 1978 წლის მაისი-ივნისი – სოხუმის მოვლენები, 1978 წლის 14 აპრილი (საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა და საზოგადოებრივი ხედვები), ერთთემიან ზმნათა უღლების თავისებურებანი ზემოიმერულში, უცხოური სიტყვების გავლენა თანამედროვე ქართულზე, ილია ჭავჭავაძე და ქართული ენის თეორიულ-პრაქტიკული საკითხები, ქართული სალიტერატურო ენის წარმოშობა და განვითარება და სხვა.