27 უცხოელი სტუდენტი ისწავლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის, პოლონეთის, იტალიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებიდან თსუ-ში ევროკავშირის პროგრამა ერასმუს + და უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებიან.
სტუდენტებს გაცნობით შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.