Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი მაქვს ვებერის ფონდის სტიპენდიების მოსაპოვებლად

მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი აცხადებს კონკურსს გერმანიაში მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად და 2026 წლის პირველი ნახევრისთვის კონფერენციებში, სემინარებსა და სტიპენდიის მოსაპოვებლად კოლოქვიუმებში მონაწილეობისათვის. 

 

1-3-თვიანი კვლევითი სტიპენდიები გერმანიაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან დაკავშირებულ მკვლევარებსა და ისტორიკოსებს საშუალებას აძლევს, კვლევითი მიზნებისთვის ეწვიონ გერმანიის არქივებს, ბიბლიოთეკებს ან კვლევით დაწესებულებებს. კონფერენციებში, სემინარებსა და კოლოქვიუმებში მონაწილეობის მობილობის დაფინანსება ასევე აძლევს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებთან დაკავშირებულ მკვლევარებსა და ისტორიკოსებს შესაძლებლობას, განავითარონ თავისი კვლევითი პოტენციალი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე:   https://mwsgeorgia.hypotheses.org/fellowships. 

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი. სტიპენდიების აღწერილობა და სტიპენდიის დებულება იხილეთ   დანართი 1დანართი 2, დანართი 3