ყოველწლიურად, ილინოისის უნივერსიტეტის ურბანა-შემპეინში (UIUC) იწვევს ნიჭიერი სტუდენტების ახალ ჯგუფს მაგისტრატურის პროგრამისთვის "ინგლისური ენის სწავლება სხვა ენაზე მოსაუბრეთათვის".
UIUC არის მაღალი რეიტინგის მქონე საჯარო უნივერსიტეტი, როგორც აშშ-ში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ძლიერი ფაკულტეტით და სტუდენტებისთვის შესანიშნავი რესურსებით. MATESOL ხარისხი არის ორწლიანი. კამპუსში სწავლების პროგრამა, გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის მთელი აშშ-დან და მსოფლიოდან. ჩვენს პროგრამაში ბოლო დროს მონაწილე ქვეყნებია: თურქეთი, ინდონეზია, ბრაზილია, კოლუმბია, რუსეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, კენია, ვიეტნამი, ნიგერია, ბანგლადეში, ტაილანდი, ჩინეთი, ლიბია, უკრაინა, იაპონია, ტაივანი, ბელარუსი და სხვა.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას მაგისტრატურის სტუდენტისთვის და აძლევს მათ ასისტენტ-სწავლების შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, მათი სწავლის საფასური სრულად გათავისუფლებულას და სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს.
ყველა კურსდამთავრებულს პროგრამის დასრულების შემდეგ აქვს უნივერსიტეტის დონის სწავლების ორწლიანი სრული გამოცდილება - უზარმაზარი უპირატესობა სამუშაო ბაზარზე გასვლისას. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა ჩაატარონ კვლევა, წარადგინონ კონფერენციებზე პრეზენტაციები და გამოაქვეყნონ პუბლიკაციები UIUჩ-ში სწავლის პარალელურად.
იხილეთინფორმაცია განაცხადის შესახებ ბმულზე და საინფორმაციო ბროშურა.