Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„გორის მეცნიერებათა სკოლის“ მოსწავლეები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას „გორის მეცნიერებათა სკოლის“ მოსწავლეები ეწვივნენ.


გორელმა მოსწავლეებმა ქართველი პოეტების მიერ დაწერილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.  ივანე ჯავახიშვილის შესახებ მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია  ღონისძიების დამსწრეებს გააცნეს და ასევე წიგნის მნიშვნელობასა და მისი კითხვის  აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

 

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ თქვენი მასპინძლები. შესანიშნავი წარმოდგენა ვიხილეთ, ძალიან კარგად მომზადებული. მჯერა, ბევრი თქვენგანი უკვე სამომავლოდ იმისთვის მოემზადება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს“, - განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა, რომელმაც „გორის მეცნიერებათა სკოლის“ მოსწავლეებს და ამავე სკოლის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოცემები გადასცა.

 

გორელი მოსწავლეები თსუ ბიბლიოთეკის სამუშაოებს გაეცვნენ, მიმდინარე პროექტების ფარგლებში მოისმინეს ინფორმაცია წიგნებთან დაკავშირებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე, ასევე იხილეს  ბიბლიოთეკაში დაცული მნიშვნელოვანი რარიტეტული წიგნები დ აპარატურა დაათვალიერეს. მანამდე კი მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის საფლავი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

 

თსუ ბიბლიოთეკა საინფორმაციო-შემეცნებითი მიმართულებებით, სკოლის მოსწავლეებს მომავალშიც უმასპინძლებს.