თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერნცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებს შორის იყო: „ქართული ერის ისტორიის“ მნიშვნელობა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში, „ივანე ჯავახიშვილი და ეროვნული თვითშეგნების ფორმირება საქართველოს ისტორიოგრაფიაში“ „ბრძოლა სახელმწიფო ენის სტატუსისთვის – მოვლენები საქართველოში, 1978 წლის 14 აპრილამდე“ ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი გლობალურ კონტექსტში: აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირების ფონზე და სხვა.