თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების სტუდენტების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე საუკეთესო ნაშრომის ავტორები და ჟიურის რჩეული გამოვლინდა.
I ადგილი მოიპოვა - ასინკა მიქაელიანმა; II ადგილი - ქეთევან როსტიაშვილმა და ნინო პაპუაშვილმა; III ადგილი - მარი ტუღუშმა და ჯულიეტა პეტროსიანმა, ხოლო ჟიურის რჩეული ნიკა თორდია გახდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40 სტუდენტის სხვადასხვა ჟანრში და სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 50-მდე ნახატი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, თსუ-ის მუზეუმის ხელმძღვანელთან მაია გურაბანიძესთან და სახვითი ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელთან ლევან სილაგაძესთან ერთად გამოფენის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
ექსპოზიცია მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადდა.