Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე

     

    კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

    თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

    მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).


     

    2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

    (ბრძ. №207/01-01, 22.07.2024)   https://tsu.ge/ka/legal/49966    

     

    ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) - 30 აგვისტო-6 სექტემბერი;

    ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან   პროგრამაზე  სურს  სწავლა  და მისი მშობლიური  ენა  არ არის  ქართული) – 6 სექტემბერი;

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;

    დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი 13:00 საათამდე;

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;

    ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 9 სექტემბერი;

    ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;

    თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 სექტემბერი,   13:00 საათამდე;

    ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

    კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;

    ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;

    მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–17 სექტემბერი 13:00 საათამდე;

    ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;

    ო) გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 18 სექტემბერი. (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13-14 სექტემბერი);

    პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-23 სექტემბერი;

    ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

     

    2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)

     

    თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

    აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (30 აგვისტო - 6 სექტემბერი) ელექტრონულ მისამართზე.  20-23 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.

    ა) ფოტოსურათი (3X4) –  2 ცალი;

    ბ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024  წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

    გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

    დ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ე) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);

    ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

     

    რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

     

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330); თამარ თათრიშვილი 577737387.

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 6224; 6238); მედიკო უშარაული 577 72 02 96.

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ელისო კვირიკაშვილი,ტელ: 551 98 01 52.

    ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) -   საკონტაქტო პირი: ტელ: 2507177;   225 04 84 (შიდა 104).

    იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: 225 04 84 (შიდა 2230). თამარ თაკალანძე  557 45 43 13.

    მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: თამარ ლეკაშვილი, ტელ: 555 32 32 00.

    ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 3224).