Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  გარე მობილობაში მონაწილეობის  მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

    2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  გარე მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია შესაძლებელია  students.emis.ge  ელექტრონულ პორტალზე.

     

    2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  გარე მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა:

     

    2025 წლის 29 იანვრიდან - 7 თებერვლის 18:00 საათამდე.

     

    გარე მობილობის საბოლოო შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 თებერვალს.

     

    გარე მობილობის პროცედურული ვადები:

    დოკუმენტაციის მიღება – 12– 13 თებერვალი;

     

    უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება –14 - 17 თებერვალი;

     

    სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)  – 18 თებერვალი 16:00 საათამდე;

     

    საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 18 თებერვალი;

     

    მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა - 19 თებერვალი.

     

    საგამოცდო ვადები:

     

    (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):

    უცხო ენის გამოცდა (ინგლისური) – 14 თებერვალი;

    გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 თებერვალი 13:00 სთ-მდე;

    გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 15 თებერვალი 18:00 სთ-მდე;

    აპელაციის შედეგების გამოცხადება –16 თებერვალი 13:00 სთ-მდე;

    გასაუბრება სპეციალობაში - 16 თებერვალი 14:00 სთ-დან;

    წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

    ა) განცხადება;

    ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

    გ) პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;

    ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

    ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

    თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

    კ) სავარაუდო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

    ლ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

    მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ნ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

     

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9226).

     

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1734).

     

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №207; №303. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6220).

     

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №309; ტელ.: (+995 32)2 25 04 84 (შიდა - 9740).

     

    ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა

    მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -8521; 8524; 8525; 8530).

     

    ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

    მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177. 

     

    მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 შიდა 1921;

     

    ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძისგამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).

     

    იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ,  II კორპუსი,  ოთახი N111 ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  (შიდა 2223; 2225).