სამშენებლო კომპანია ანაგი წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ ღირსეულად იკავებს ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიციას.
„ანაგის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა. კომპანია დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო სამუშაობთან დაკავშირებული მომსახირების სრულ პაკეტს. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.anagi.ge.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში, თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურებადი
ძირითადი მოვალეობები:
- ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა, პირველადი ინფორმაციის დამუშავება;
- ფაქტობრივი მენეჯერული მოგება-ზარალის, ფულადი სახსრებისა და ბალანსის შედგენის პროცესში მონაწილეობა, ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება და უწყისების აწყობა;
- შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების შედარება/ანალიზი ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან;
- გაყიდვების და წარმოების მაჩვენებლების რეპორტების შედგენაში მონაწილეობა და ანალიზი;
- კომპანიის შესაბამისი ბაზრის კვლევა და მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია. სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება;
- საჭიროებისამებრ, სხვა რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში (კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების ბენეფიტები:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- დასაქმების პერსპექტივა;
- გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა;
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: cv@anagi.ge 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.